შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი მინისტრის წინაშე 2013 წლის მანძილზე შესრულებული საქმიანობის ანგარიშით წარდგა

შს სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 3 ძირითადი მიმართულებით: საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა და დონორთა კოორდინაცია. ანგარიშში მოყვანილია ზემოხსენებული 3 მიმართულებით განხორციელებული ძირითადი მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც უშუალოდ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ინიცირებითა თუ ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება გააფორმა შემდეგი 5 ძირითადი მიმართულებით: • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის/პოლიციის სფეროში თანამშრომლობა; • საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის სფეროში თანამშრომლობა; • საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობა; • მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება; • რეადმისია აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში საქართველომ სულ 23 ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება გააფორმა, რომელთაგან თითქმის ნახევარი (12) დადებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. გარდა ამისა, 2013 წლის განმავლობაში სამინისტროს მიერ აგრეთვე ინიცირებული და ხელმოწერილი იქნა 3 მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად მოიმატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების რიცხვმა (მაგ. 2006 და 2007 წლებში შსს-ს გაფორმებული აქვს სულ 4 შეთანხმება: 2008 წელს – 0; 2009 წ – 1 შეთანხმება; 2010 წ – 4 შეთანხმება, 2010 და 2011 წლებში – სულ 18 შეთანხმება, ხოლო მხოლოდ 2013 წელს – 15 შეთანხმება).

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს რეფორმებზე ორიენტირებული საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის დამყარების გზით, რაც გულისხმობს ევროპული გამოცდილების გაზიარებას სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული კანონმდებლობის რეფორმისთვის, ექსპერტთა/სამუშაო ჯგუფების შეხვედრებისა და სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას შსს–ს სტრუქტურული ერთეულებისათვის. რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით, 2013 წლის მანძილზე, მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის აღსანიშნავია რამდენიმე აქტივობა: • სუამ-ის ფარგლებში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაო ჯგუფი; • მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის თემებზე; • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში (BSEC) შემუშავდა რეგიონალური სამოქმედო გეგმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა მონაწილეობა მიიღო და ინიცირებული აქვს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი, მათ შორის აღსანიშნავია მონაწილეობა „პოლიციის შესახებ“ ახალი კანონის შემუშავებაში. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი 2013 წლის 4 ოქტომბერს მიიღო. საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პოლიციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის წესებისა და პროცედურების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით, 2013 წლის გაზაფხულზე შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა შეიმუშავა „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი მიიღო 2013 წლის 4 ოქტომბერს; დაიწყო მუშაობა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს ახალ კანონპროექტზე; 2013 წლის მარტის თვეში შემუშავდა საბაზისო ტრენინგ-მოდულები კორუფციაზე; დეპარტამენტი ასევე აქტიურად იყო ჩართული არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის დებულებისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიგრაციის მთავარი სამმართველოს სტრუქტურის შემუშავებაში. მოძიებულ იქნა ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლის მიხედვითაც დაპროექტდა არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრი. შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ევროკავშირისა და ნატო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგზე შსს-ს კომპეტენციის ფარგლებში. 2013 წლის თებერვალში საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა (VLAP); VLAP -ის გათვალისწინებულ ვალდებულებებს შორის აღსანიშნავია სამართალდაცვით სფეროში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის საკითხების დარეგულირება. ამ მიზნისთვის შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინაციით სამინისტროში შეიქმნა შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციის“ პროექტი, რომელიც ეყრდნობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და ითვალისწინებს „პოლიციის სფეროში პერსონალური მონაცემების გამოყენების რეგულირების შესახებ“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 17 სექტემბრის № R(87)15 რეკომენდაციით დადგენილ სტანდარტებს; შსს-ს საერთაშორისო ურთი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები