პროკურატურამ თანხის გამოძალვისთვის ადვოკატი დააკავა

ქვემო ქართლის პროკურატურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატი გიორგი მჭედლიძე და მისი თანამზრახველი ალიკ გამზაევი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გ. მჭედლიძემ და ა. გამზაევმა პატიმრების ოჯახის წევრებს მოტყუებით გამოსძალეს თანხა 51 000 ლარის ოდენობით.
„გ. მჭედლიძე და ა. გამზაევი პატიმრების ოჯახის წევრებს არწმუნებდნენ რომ თითქოსდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მუშაკთა დახმარებით მსჯავრდებულებთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და მათ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ.
2014 წლის 14 მაისს გ. მჭედლიძე და ა. გამზაევი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნენ. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები