ვიტალი დარასელია-უმცროსი რუსეთში ბინის ქურდობისთვის დააკავეს

თბილისის “დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას ვაჟს მოსკოვში, ბინის ქურდობისთვის 2.5 წლით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც “მასკოვსკი კამსამოლეცი” იუწყება, 35 წლის ვიტალი დარასელია-უმცროსი გასული წლის 23 მაისს ბაზრობაზე დააკავეს თანამემამულესთან ერთად, როდესაც მოპარულ ნივთებს (ნოუთბუქი, ფოტოკამერა) ყიდდნენ.
ვიტალი დარასელიას თანამზრახველი ყველაფერს თავის თავზე იღებდა, თუმცა სასამართლომ მას არ დაუჯერა და ყოფილ ფეხბურთელს 2,5 წლიანი სასჯელი შეუფარდა.
ვიტალი დარასელია უმცროსმა ფეხბურთელის კარიერა 2009 წელს დაასრულა. ის სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოს”, კიევის ცესკა-ს, ვლადიკავკაზის “ალანიასა” და კიშინიოვის “დაჩიას” ღირსებას იცავდა.  ვიტალი დარასელია-უმცროსი საქართველოს ნაკრების ღირსებას 2002-2005 წლებში იცავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები