ადვოკატი: არის პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ მას გასულ წელს გუგეშაშვილის ლიკვიდაცია რუსმა გენერალმა შეუკვეთა

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მან ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამ პატიმარს გასულ წელს, როდესაც ის თურქეთში იმყოფებოდა, დაუკავშირდა ერთი პიროვნება, რომელმაც დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაცია შეუკვეთა. როგორც ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემკვეთი იყო ემისარი, გამოგზავნილი კონკრეტულად ერთერთი რუსი გენერლისგან. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე პატიმარი თავის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა მზადაა, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს.
როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ის ჟურნალისტებისთვის ცნობილი პატიმარია.

„ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის, ერთ-ერთი პატიმრისგან მიღებულ იქნა ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც თავადაც მზადაა რომ გააჟღეროს, ოღონდ ამ ეტაპზე მთხოვა, რომ მისი გვარი არ დავასახელო. ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ გასულ წელს, სადაც მასთან მივიდა ერთერთი პიროვნება, რომლის ვინაობასაც ასახელებს, რომელიც არის უცხოელი, რომელმაც შესთავაზა, რომ ან თვითონ აეღო საკუთარ თავზე ეს მისია, ან მოეძებნა ადამიანები, რომლებიც განახორციელებდნენ დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაციას და სიაში გუგეშაშვილთან ერთად იყო კიდევ სხვა 4 ადამიანი.
ის ადამიანი ამბობს, რომ ვინც ეს ამბავი მითხრა და შემიკვეთა იყო ემისარი, გამოგზავნილი კონკრეტულად ერთ-ერთი რუსი გენერლისგან, რომლის გვარიც შეუძლია დააზუსტოს, ამ ადამიანის პიროვნებასაც იხსენებს. ჩვენ ამას ვაჟღერებთ როგორც ინფორმაციას და არა როგორც მტკიცებულებას, ამას გადამოწმება სჭირდება. არ ვამბობთ ეს -ეს რატომ არ გამოიძიეს. ეს ინფორმაცია, როგორც პატიმარი ამბობს, მან ციხის უფროსს პირადად უთხრა, როდესაც გაიგო დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობის და გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ამბავი.
პატიმარი განიცდიდა, რატომ მაშინვე არ გავამჟღავნე ეს ამაბვი, შეიძლება მეც ვიყო ამაში დამნაშავე, რომ ასეთი უბედურება მოხდაო
ის ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს, მას უნდა თავისი კავშირებით გადაამოწმოს რაღაც დეტალები გაიხსენოს. ის
მზადაა ჩვენება მისცეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები