ლევან გოგიჩაიშვილი: იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, ფინანსურ სექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით, ფინანსურ სექტორში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

„გაბატონებულია არასამართლიანი თამაშის წესები და მთელი რისკი მოდის მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობის გამო, საკუთარ ქონებას საიპოთეკო ვალდებულებით ტვირთავენ, როგორც ბანკებში, ისე კერძო მევახშეებთან“, – აცხადებს დეპუტატი.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივების თანახმად, შემოდის სხვადასხვა რეგულაცია, რომელიც გააუმჯობესებს მოქალაქეების მდგომარეობას და ადამიანები აღარ აღმოჩნდებიან პერმანენტულად თაღლითური სქემების, შანტაჟისა და სხვა მაქინაციების მსხვერპლი.

„ეს არის კონკრეტული ინიციატივები, რომელიც შეეხება დაჯარიმების პრინციპებსაც, დაწესდება ძალიან მნიშვნელოვანი ზღვრები. ასე რომ, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს წარადგინა და პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს, ძალიან სერიოზულ შედეგს მოუტანს საზოგადოებას. ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, სამართლიანი თამაშის წესებით“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, ეს ინიციატივები ასახავს სწორედ იმ რეალობის გადაჭრის გზებს, რომელიც IDFI-ს კვლევებითაც დასტურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები