ეკა ბესელია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის საკითხებთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს გამართავს

9-12 ივლისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დიდ ბრიტანეთს ვიზიტით ეწვევა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯონათან ჯანოგლის და ჯგუფის წევრებს შეხვდებიან და გამართავენ პრეზენტაციას თემაზე – „მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმა საქართველოში”. შეხვედრა დიდი ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას მიიღებს ვესტმინსტერის ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში – „პოსტსაკანონმდებლო შემოწმება”. დაგეგმილია ასევე შეხვედრა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები