თამარ ჩუგოშვილი: გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი კვირიკაშვილი პარტიიდან გარიცხეს, არ ადასტურებს და სიცრუეს უწოდებს.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტსაბჭო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
“პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ გარიცხვის შესახებ ინფორმაცია სწორი არ არის. პრემიერი შეიცვალა ქვეყანაში, მმართველი პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, მთავარ მმართველ ორგანოში და ბუნებრივია, შესაბამისი ჩანაცვლება მოხდება – ყოფილ პრემიერ-მინისტრს შეცვლის მოქმედი. გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ პოლიტსაბჭოში,” – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.