პრემიერმა ევროსაბჭოს პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, გაააქტიუროს რეფორმების პროცესი, რათა მომზადდეს მტკიცე საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისთვის. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა,რომ ივნისის თვეში საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ეწვევა, რომლის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GP8bEgzPSnk&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები