პრემიერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან პირისპირი შეხვედრა გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტამდე განსახორციელებელი გეგმები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ჰერმან ვან რომპეის საქართველოში ვიზიტისთვის, რაც, მისი თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი და წარმოადგენს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=d4eNhy8jfH0&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები