3 წლის გოგონა მოძრავი ავტომობილის კარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავარდა (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში მცირეწლოვანი ბავშვი ავტომანქანის მოძრაობის დროს გზის სავალ ნაწილზე მანქანიდან გადმოვარდა. ინციდენტის ამსახველი კადრები რუსულ სოციალურ ქსელებში განჩდა. შემთხვევა ლენინის და ზავენიაგინის ქუჩების კვეთაზე, დღის 14 საათზე, ინტენსიური საავტომობილო მოძრაობის დროს მოხდა. დაახლოებით სამ წლამდე ასაკის გოგონა იმ დროს გადმოვარდა მანქანის უკანა კარიდან, როდესაც მძღოლი მოხვევის მანევრს ასრულებდა.
მომხდარის შედეგად, საბედნიეროდ გოგონამ მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო, სხვა მანქანებმა დამუხრუჭება მოასწრეს და ის ბორბლებქვეშ არ აღმოჩნდა. ბავშვი ვარდნის შემდეგ რამდენიმე წამში ფეხზე ადგა და ირგვლივ ყურება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები