საერთაშორისო კვლევების მიხედვით, გლობალური დათბობის პირობებში, დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობა თანდათან მცირდება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ღამეები უფრო სწრაფად თბება, ვიდრე დღეები, რის გამოც diurnal temperature range (DTR) — დღე-ღამის ტემპერატურული ამპლიტუდა — შემცირების ტენდენციას ავლენს.
თითქმის 30 წლის წინ, მეცნიერებმა მსოფლიოს 2000-ზე მეტი მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები გამოიკვლიეს, რათა დაედგინათ, შეიცვალა თუ არა და როგორ შეიცვალა დღის და ღამის ტემპერატურა 1951-დან 1990 წლამდე.
მათ აღმოაჩინეს, რომ გაანალიზებულ სადგურებში საშუალოდ, როგორც მინიმალური (ანუ ღამის), ასევე მაქსიმალური (ანუ დღის) ტემპერატურა გათბა. მინიმალური ტემპერატურა 1.4°F-ით, ხოლო მაქსიმალური ტემპერატურა 0.5°F-ით გათბა.
ამ დროის დიაპაზონში ღამეები დღეებზე მეტად გათბა. ამ ცვლილებამ დღის განმავლობაში მაქსიმალურ და მინიმალურ ტემპერატურებს შორის სხვაობა შეამცირა.
ამის შემდეგ, გლობალურად საშუალოდ დაფიქსირებული ღამის დათბობის ტენდენცია დღის დათბობასთან შედარებით მრავალმა კვლევამ დაადასტურა.
როგორც ცნობილია, გლობალური დათბობის გავლენა დღიური ტემპერატურის სხვაობაზე (DTR) მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილმდებარეობის მიხედვით.
კვლევების თანახმად, ეს ტენდენცია ყველგან არ არის დაცული და ღამის და დღის დათბობას შორის განსხვავებები მთელ მსოფლიოში განსხვავებულია. ზოგიერთი რეგიონი, მათ შორის ჩრდილოეთ ამერიკა, დღის დათბობასთან შედარებით ღამის დათბობის მკაფიო და თანმიმდევრულ სიგნალებს აჩვენებს, ზოგი კი – მაგალითად, ავსტრალია – მკაფიო ტენდენციებს არ ავლენს.
მკვლევრები ამის მიზეზებზეც საუბრობენ: გლობალური დათბობა იწვევს ხმელეთზე ღრუბლის საფარის ზრდას, რადგან უფრო თბილ ატმოსფეროს არსებითად მეტი ტენიანობის შენარჩუნება შეუძლია. გაზრდილი ღრუბლების ტიპები – კერძოდ, სქელი, ნალექიანი ღრუბლები – დღის განმავლობაში მზის სინათლეს უკან კოსმოსში ირეკლავენ და გამაგრილებელ ეფექტს ახდენენ. თუმცა, ღამით ისინი შთანთქავენ და ხელახლა გამოყოფენ სითბოს დედამიწის ზედაპირზე, რაც საბნის მსგავსად მოქმედებს.
დღის ტემპერატურის დიაპაზონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი კლიმატის, ეკოსისტემისა და სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციონირებისთვის.