ირანში ჯაშუშობაში ბრალდებული მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა მამაკაცი, რომელსაც ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ.

ოფიციალური თეირანის განცხადებით, ბაბაკ შაჰბაზი ისრაელის „მოსადის“ სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობდა და ქვეყანაში ისრაელის ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობდა.

უფლებადამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესი „უსამართლო“ იყო, ის აწამეს და აღიარებითი ჩვენება აიძულეს.

როგორც მედია აღნიშნავს, ისრაელთან ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომში ჩართულმა ირანმა სიკვდილით დასაჯა მრავალი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ ისრაელის „მოსადის“ სადაზვერვო სამსახურთან კავშირები და ქვეყანაში მისი ოპერაციების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები