ბოლნისში პროექტ “ადგილობრივი საბჭოს” ფარგლებში, მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში, მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ბოლნისის რაიონული პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისისა და დმანისის სამმართველოს წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, ქვემო ქართლის პრობაციის ოფიცერი, არასამთავრობო სექტორისა და ბოლნისისა და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ნინო პაპაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ მიზნებისა და ფუნქციების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ქალთა და არასრულწლოვანების მიმართ ძალადობის საკითხებზე ისაუბრეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ ჟოროლიანმა შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პროკურატურის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

პროკურატურის ადგილობრივი საბჭოს მიზანია ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესწავლა, განხილვა, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება. ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ადგილობრივი საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და არსებულ კრიმინოგენურ მდგომარეობას განიხილავს, ასევე, შეიმუშავებს ინიციატივებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს, საჭირო პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები