დაბა თამარისში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, დაბა თამარისისა და სოფელ რაჭისუბნის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებს 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათი საჭიროებები პირადად მოისმინეს.
დაბა თამარისში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. წელსვე 13/15 კორპუსის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციაც განხორციელდება. დაბა თამარისის შემდეგ, ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ინფორმაცია სოფელ რაჭისუბნის მაცხოვრებლებს მიაწოდეს.
წელს, სოფელ რაჭისუბანში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.
სოფელ რაჭისუბნის ყოფილი სარწყავი სატუმბო სადგურის და ქსელის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად სამშენებლო ტენდერი უკვე დასრუდა. გამარჯვებულმა კომპანიამ კონკრეტული სამუშაოები უკვე დაიწყო. გარდა ამისა, სოფელში 500 000 ლარის ღირებულების პროექტის განხორციელება მოხდება, კერძოდ რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება.