მას შემდეგ, რაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, მსოფლიოში ნედლეულის ფასები მკვეთრად ეცემა.
გაიაფებულია როგორც საწვავი წიაღისეული, ასევე ძვირფასი ლითონები და საკვები.
tradingeconomics.com-ის მონაცემებით, ამ დროისთვის გაიაფებულია ყველა პროდუქტი.
(ცნობისათვის, tradingeconomics-ი რეალურ დროში ასახავს მსოფლიო ბირჟებზე ნედლეულის ფასების ცვლილებას).
ამ დროისთვის (თბილისის დროით 16:15 საათისთვის) ფასები სხვადასხვა ნედლეულზე შემცირებულია 0.7%-დან 4%-მდე. კერძოდ:
თხევადი საწვავი – 1.38%
ბრენტის ტიპის საწვავი -1.26%
ბენზინი – 1.52%
ოქრო – 1.44%
ვერცხლი – 2.36%
სპილენძი – 3.55%
ფოლადი – 0.66%
სოიო – 2.01%
ხორბალი – 1.46%
ქვანახშირი – 0.69%
ყავა – 1.55%
ჩაი – 3.33%
გარდა ზემოჩამოთვლილი ძირითადი პროდუქტებისა, ბირჟებზე იაფდება ბევრი სხვა ნედლეულიც, მათ შორის, შაქარი, კარტოფილი, ბამბა და ა.შ.