“რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია, ვიდრე არჩევნებამდე იყო” – იონათამიშვილი

“რადიკალური ოპოზიცია არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია, ვიდრე არჩევნებამდე იყო. ამას მარტივი მიზეზი აქვს, ამ ადამიანებმა საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია დეზინფორმაციასა და ტყუილზე ააგეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიცია ცდილობს, ეს ტყუილი და დეზინფორმაცია რაც შეიძლება დიდხანს აცოცხლოს.

„ახლა ცდილობენ, რომ ეს ტყუილი და დეზინფორმაცია რაც შეიძლება დიდხანს აცოცხლონ. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და აგენტურული ოპოზიცია იყო ასაკრძალი და ეს ქართული დემოკრატიისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, ამას თვითონ საკუთარი ქმედებებით ახორციელებენ. კარგია, რაც ახლა ხდება. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, მათ პარლამენტში შემოსვლა უნდათ და ამაზე ოცნებობენ კიდეც. ეს წინა არჩევნების შედეგმაც გვაჩვენა. რა თქმა უნდა, მათ იგივე წრეზე უნდათ სიარული, მაგრამ ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესიც კი იქნება, თუ ასეთი უთავმოყვარეო და გაკოტრებული ოპოზიცია არც პარლამენტში იქნება, არც პოლიტიკაში და არც სხვაგან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები