ბოლივიაში წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა

   ბოლივიაში გადაუღებელმა და ძლიერი წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. სტიქიას ასევე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია სამი და დაკარგულად შვიდი ადამიანი ითვლება. გარდაცვლილთა შორის ასევე ერთი ბავშვია. წყალდიდობამ ბოლივიის ჩრდილოეთ რეგიონი დააზარალა.
ქალაქ რურენაბაკში ჩამოწოლილმა მეწყერმა რვა საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. სამაშველო ოპერაციებში სამხედროებსა და საზღვაო ქვეითებს ადგილობრივი მაცხოვრებლებიც ეხმარებიან. ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონში თავდაცვის მინისტრი გაგზავნა, რომელიც მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაუტანს. წყალდიდობამ და მეწყერმა ავტომაგისტრალებიც დააზიანა, რის გამოც ზოგიერთ რაიონში პარალიზებულია ავტომობილების მოძრაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები