პაპუაშვილი – საქრ ღობაშთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე

“საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის – ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტ საქრ ღობაშს შევხვდი.

აღვნიშნეთ, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები.

“ხაზი გავუსვით გასული წლის სექტემბერში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ირანში მიმდინარე ომსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისათვის.

ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავებაზე.

ხაზი გავუსვით ორი ქვეყნის საიმედოობის მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები