USA Today: პენტაგონმა კუბაზე შეჭრისთვის საიდუმლო მზადება დაიწყო

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრძანებას გასცემს,
პენტაგონმა კუბაში შესაძლო სამხედრო შეჭრისთვის საიდუმლო მზადება დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას USA Today ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„შეერთებული შტატები საიდუმლოდ აძლიერებს სამხედრო მზადებას კუბაში შესაძლო ოპერაციისთვის იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ჩარევის ბრძანებას გასცემს“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, ეს დირექტივები, როგორც ჩანს, იანვარში აშშ-სა და კუბას შორის დაძაბულობის ესკალაციის შედეგია, როდესაც თეთრმა სახლმა კუბაში ნავთობის მიწოდება შეზღუდა.

ტრამპმა კუნძულზე ვენესუელური ნავთობის მიწოდება 3 იანვარს ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები