გორდულაძე – ოპოზიციაზე: ისინი განულებულები არიან, რადგან არ უსმენენ ქართველ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს
“ოპოზიციისთვის არც „ნეპალის შემოდგომა“ დადგა, არც „უნგრული გაზაფხული“ და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის ზაფხული და ზამთარი დადგება – ისინი განულებულები არიან, რადგან არ უსმენენ ქართველ ხალხს და უსმენენ თავიანთ პატრონებს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას მიზნად აქვს, რომ რევოლუციური სცენარებით ხელისუფლებაში მოვიდეს.
“სწორედ ამიტომ, ყოველთვის დამარცხდებიან ისევე სახელოვნად, როგორც ეს აქამდე მოხდა სხვადასხვა დონის არჩევნებში – იქნება ეს მუნიციპალური, თუ საპარლამენტო. თავიანთი პატრონების დავალების შესრულების შესაბამისად, ეს გადალაგებები, გადმოლაგებები, შერწყმები და გარწყმები, რა თქმა უნდა, შედეგის მომტანი ვერანაირად ვერ იქნება“, – აღნიშნა გორდულაძემ.