ომბუდსმენი: 51-ე სკოლის ადმინისტრაციამ, რომელსაც ამ ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა, პრევენციისთვის არაეფექტურად იმოქმედა

„51-ე სკოლის ადმინისტრაციამ და იმ პირებმა, რომლებსაც ამ ბავშვებსა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდათ ამ კონკრეტული შემთხვევის პრევენციისთვის არაეფექტურად იმოქმედეს“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მას აღნიშნული მოსაზრება სასამართლოს მასალების გაცნობის შემდეგ გაუჩნდა.

“გამოძიების თვალსაზრისით, ამ ქვეყანაში სისტემური პრობლემები არსებობს. ეს არ არის ერთადერთი საქმე, სხვა საქმეები შეიძლება გახმაურებული არ არის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ თითქმის ყოველდღე ვიღებთ შვილმკვდარი მშობლების განცხადებებს, რომლებსაც სერიოზული კითხვის ნიშნები აქვთ გამოძიებასთან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, ის გახმაურდა და ადასტურებს იმ სისტემურ პრობლემებს, რაც არსებობს როგორც განათლების სისტემაში, ისე სამართალდამცავში. სასამართლო ეტაპზე ამ საქმის შესწავლამ ნათლად წარმოაჩინა თუ რამდენად არ არის უზრუნველყოფილი დღეს უსაფრთხოება, რამდენად არ გვაქვს ბულინგის პრევენციის პრობლემა და რამდენად ვერ რეაგირებს ეფექტურად ის უწყება და ადმინისტრაცია, თუ მანდატური, ვინც სკოლაშია, მსგავს ფაქტებზე. მე არ მინდა ვინმეს თავს მოვახვიო რამე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სასამართლოს მასალებს და ნახოთ, რამდენად არაეფექტურად იმოქმედა სკოლის ადმინისტრაციამ და იმ პირებმა, რომლებსაც ამ ბავშვებსა და მის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალებოდა ამ კონკრეტული შემთხვევის პრევენციისთვის”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები