ზაზა სარალიძე დიპლომატიურ კორპუსს დახურულ კარს მიღმა შეხვდა

ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს შეხვდა. ისინი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდნენ.
შეხვედრა დახურული იყო. ხვალ კი დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრები მოუსმენენ.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები