მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები საქართველოს, როგორც უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ბიზნესის წარმოების საერთაშორისო რეიტინგში (World Bank Doing Business Ranking) .
„ბიზნესის წარმოების საერთაშორისო რეიტინგით საქართველო ტოპ ქვეყნების ათეულშია. საქართველოს წარმატებები არაერთი ქვეყნისთვისაა სამაგალითო. ამას მოწმობს მოლდოვას პრემიერის აპარატის საქართველოთი დაინტერესება და სასწავლო ვიზიტი. დელეგაციის წევრებს გავაცანით გამარტივებული სარეგისტრაცო პროცედურები, ავუხსენით, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული საჯარო სერვისები და რამდენად ეფექტიანია მოსახლეობისთვის. დელეგაციის წევრებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა, სისწრაფე, მოქნილობა, დაცულობა. საუბარი ყველა იმ საქმიანობასა და პროექტს შეეხო, რასაც სააგენტო ახორციელებს: ეს იქნება უძრავი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით, დამისამართების მიმართულებით, გეოგრაფიული მონაცემების წარმოების მიმართულებით თუ სხვა“,- აღნიშნა ივანე ცარციძემ.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას დელეგაციის წევრები შეხვედრებს სხვა სახელმწიფო დაწესებულებშიც გამართავენ.
სასწავლო ვიზიტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის განვითარების სააგენტოს (GIZ) ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მოლდავეთის მთავრობისთვის საკონსულტაციო დახმარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები