ირაკლი სესიაშვილი: მამუკა ბახტაძეს სწორად აქვს გააზრებული ქვეყნის განვითარების მიმართულებები

მამუკა ბახტაძეს სწორად აქვს გააზრებული ქვეყნის განვითარების მიმართულებები – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით განაცხადა.
სესიაშვილის შეფასებით, ბახტაძის მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამა, მოიცავს ამბიციურ და ძალიან საინტერესო რეფორმების გეგმას.
„მოულოდნელად სასიამოვნო იყო ის, რომ ბატონმა მამუკამ ძალიან მოკლე ვადაში შეძლო წარმოედგინა ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც მოიცავს მართლაც ამბიციურ და ძალიან საინტერესო რეფორმების გეგმას. მე ამას არ ველოდი, ვინაიდან დრო იყო მოკლე. რაც მაფიქრებინებს, რომ მას სწორად აქვს გააზრებული ქვეყნის განვითარების მიმართულებები, ისევე, როგორც ეს რეფორმები ეყრდნობა იმ პრობლემების ანალიზს, რაც ქვეყანაში არსებობს, მამუკა არის გახსნილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ეს ეტყობა კიდევაც პროცესს, რომ გადაწყვეტილებები პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები