მერაბ ქვარაია: მივესალმები ცვლილებების სურვილს, რომელიც ბახტაძის სამოქმედო პროგრამაში იკვეთება

“როცა ხელისუფლება რეფორმებისკენ არის მოწოდებული, ეს ნიშნავს, რომ ის ადეკვატურია იმ მოთხოვნებისა და ტენდენციების, რაც თანამედროვე მსოფლიოშია”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ინიციატივების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარია, რომ თითოეული ცვლილება სიღრმისეული კვლევის შედეგად განხორციელდა.

“მივესალმები ცვლილებების სურვილს, რომელიც პრემიერობის კანდიდატის განწყობებსა და სამოქმედო პროგრამაში იკვეთება. როცა ხელისუფლება რეფორმებისკენ არის მოწოდებული, ეს ნიშნავს, რომ ის ადეკვატურია იმ მოთხოვნებისა და ტენდენციების, რაც თანამედროვე მსოფლიოშია. ჩვენს დინამიურ სამყაროში, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება, აუცილებელია მუდმივი სწრაფვა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სისტემების სრულყოფისკენ და აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ამ დინამიკას. მთავარია, თითოეული ცვლილება დარგის სპეციალისტების მხრიდან, შესაბამისი ექსპერტული ანალიზისა და სიღრმისეული კვლევის შედეგად განხორციელდა”,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები