ბახტაძის ინიციატივით, სახელმწიფო, ანტიკორუფციული მიმართულების გასაძლიერებლად ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას გაიზიარებს

„ეფექტიანი მთავრობის უზრუნველსაყოფად ასევე საჭიროა როგორც საზოგადოებრივი, ისე ინსტიტუციური კონტროლის სრულყოფილი მექანიზმების ჩამოყალიბება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბახტაძის თქმით, ანტიკორუფციულ მიმართულებაში არსებული მიდგომები ჩამორჩენილია და ის ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
„ამ მიზნით ჩვენ უნდა დავნერგოთ აუცილებლად ახალი მიდგომები ანტიკორუფციულ მიმართულებაში, ვინაიდან არსებული მიდგომები არის ჩამორჩენილი და ის ვერ პასუხობს დღეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამ კუთხით, ჩემი მოსაზრებით საუკეთესო გამოცდილება ეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნის გამოცდილება და ამავე დროს ინგლისის გამოცდილება, რომლებმაც შექმნეს მართლაც საინტერესო მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ბრძოლა არა მხოლოდ უშუალოდ კორუფციულ მომენტებთან, არამედ როგორ უნდა მოხდეს ეფექტურობის ამაღლება პრევენციასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეფორმა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო, მართლწესრიგის, თუ სოციალური, ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს – თითოეული მოქალაქის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების თანამიმდევრული მიღწევა“,- აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები