ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი ანგელა მერკელს შეხვდება

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და ევროპის სხვა ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. ავსტრიის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა უახლოეს დღეებში მოხდება, რა დროსაც მხარეები მიგრაციის მზარდ პრობლემებზე ისაუბრებენ.
დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით, სებასტიან კურცმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერკელთან და ევროპის სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე, მიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გასატარებელ პოლიტიკაზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტების გამო, ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებს, მილიონობით მიგრანტი თავშესაფარს სთხოვს, რამაც მიგრაცია ნომერ პირველ პრობლემად აქცია. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების საკითხმა ევროპის ქვეყნების მოსახლეობის და მთავრობების მხრიდან არაეთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები