გაერო: დონბასში შეიარაღებული კონფლიქტისას მოკლულია 3023 მშვიდობიანი მოსახლე
გაეროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობამ უკრაინაში ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, დონბასში კონფლიქტის დაწყების დღიდან მოკლულია 3023 მშვიდობიანი მოსახლე, ხოლო 7-9 ათასმა ადამიანმა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ამის შესახებ განცხადება გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა, ფიონა ფრეიზერმა გააკეთა.
„არსებული შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში, კერძოდ კი 2014 წლის 14 აპრილიდან 2018 წლის მაისის საანგარიშო მონაკვეთში, გარდაცვლილია 3023 მშვიდობიანი მოსახლე, ხოლო 7 ათასიდან 9 ათასამდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს“, – აღნიშნა ფიონა ფრეიზერმა ჟურნალისტებითვის ჩატარებულ ბრიფინგზე.