სუმატრაზე ჩაძირული ბორნის 180 დაკარგულ მგზავრს ეძებენ
ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, ტურისტული ბორნის ჩაძირვიდან 2 დღის შემდეგ, ინდონეზიის მთავრობამ უგზო-უკლოდ დაკარგულთა სიები გამოაქვეყნა. ინდონეზიის მთავრობის განცხადებით, ჩაძირვის შედეგად დაკარგულთა რაოდენობამ 180 ადამიანს მიაღწია.
ტობას ტბაზე, ამ დრომდე მიმდინარეობს დაკაგულთა საძიებო სამუშაოები. სამაშველო ოპერაციაში ჩართულები არიან მყვინთავები და წყალქვეშა დრონები.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ, სუმატრას კუნძულზე მგზავრებით სავსე ბორანი ტობას ტბაში ჩაიძირა, რომელიც ტურისტული ღისშესანიშნაობაა და მას ხშირად სტუმრობენ იმის გამო, რომ ტბა, ვულკანის კრატერშია წარმოქმნილი. თვითმხილველთა და ადგილობრივების განცხადებით, ხსენებულ დღეს, ბორანს დაშვებულზე სამჯერ მეტი მგზავრი გადაჰყავდა, როდესაც კატასტროფა განიცადა. იგივე წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხსენებულ რეისზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იმყოფებოდნენ ბავშვები.