მოსკოვი, აშშ-ს მიერ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებას ეხმაურება

ოფიციალური მოსკოვი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, შესაძლოა, აშშ-ს მაგალითზე ანალოგიური გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებმაც მიიღონ და დატოვონ საბჭო.

ამერიკის შეერთებული შატები, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გამოსვლის შემდეგ, სხვა ქვეყნებსაც აძლევენ სიგნალს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რადგან გარკვეული ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატების ყველა გადაწყვეტილებას იმეორებენ. ეს კი სხვა ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართლებით გეგმების შეცვლის საწინდარი იქნება. ხსენებული გადაწყვეტილების გამო, გაერო, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მსოფლიოში არსებული უმთავრესი ორგანიზაციაა, საკუთარ აქტუალურობას დაკარგავს“, – აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები