ლონდონის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა

ლონდონში, მეტროსადგურ Southgate-ში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პოლიციაზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.

აფეთქების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, ხოლო დაშავებულთაგან მხოლოდ ერთის მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული. შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. ინციდენტის ადგილი სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული. სამართალდამცველები მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შორს დაიჭირონ დანაშაულის ადგილისგან.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის პოლიციის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დგინდება მომხდარის მიზეზები და ის, თუ რამ გამოიწვია აფეთქება. იგივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფეთქება ძლიერი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები