უკრაინის რადასთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 8 პოლიციელი დაშავდა
უკრაინის უმაღლეს რადასთან, მიმდინარე საპროტესტო აქციისას მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 10 დაშავებულიდან 8 პოლიციის თანამშრომელია.
ადგილზე კვლავ რჩებიან სპეც დანიშნულების რაზმები, პოლიცია და ეროვნული გვარდია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, შახტის მუშებმა გრუშევსკის ქუჩა გადაკეტეს და ხელისუფლებას სოციალური მოთხოვნები წაუყენეს. მათი თქმით, სახელმწიფოს, მეშახტეების მიმართ სახელფასო დავალიანება 30 მილიონ დოლარს შეადგენს.