სამართალდამცველებმა იტალიასა და ესპანეთში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის 60-მდე წევრი დააკავეს
იტალიელმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მაფიოზური დაჯგუფების 58 წევრი დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას იტალიის პოლიცია ავრცელებს. სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ორი ქვეყნის სამართალდამცველების ერთობლივი ოპერაცია იტალიის რამდენიმე ქალაქში ერთდოურად განხორციელდა. სპეცოპერაცია ჩატარდა რომში, მოლიზესა და პიემონტის რეგიონებში და ესპანეთის რამდენიმე ქალაქში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მაფიოზური დაჯგუფება გამოძალვით, ნარკორეალიზაციით და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული. პოლიციამ დაკავებულებს ბრალი ადამიანის გატაცებაში, იარაღის ტარებასა და თაღლითობაშიც წაუყენა.