კიმ ჩენ ინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ, ინფორმაცია არ დაანონსებულა. ვიზიტის შესახებ მას მერე გახდა ცნობილი, რაც კიმ ჩენ ინის პირადი ბორტი პეკინში ჩაფრინდა.
კიმ ჩენ ინის ჩაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, ორი თვითმფრინავი დაჯდა პეკინის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეადან, ერთ-ერთ ბორტი კიმ ჩენ ინის კუთვნული მანქანებით იყო დატვირთული, ხოლო მეორე ბორტით ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაფრინდნენ. ორივე ბორტის მშვიდობიანად დაშვების შემდეგ კი, ერთ საათში პეკინს კი ჩენ ინიც ეწვია.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტთან დაკავშირებით, პეკინში უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები