გრიგოლ ბაიბურთი: ნათია მიქიაშვილს TV 3 -ზე არ დავაბრუნებ

„ნათია მიქიაშვილს უკან დაბრუნების სურვილი თუ გაუჩნდა, როგორც მენეჯერი, უარს ვეტყვი“, – ამის შესახებ „კვირას“ ტელეკომპანია TV3 – ის გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა განუცხადა. ის მიიჩნევს, რომ მიქიაშვილს ტელეკომპანია TV3 -თან თანამშრომლობის სურვილი თავადაც არ გაუჩნდება.
„არ მგონია, რომ ნათია მიქიაშვილს მოუნდეს ჩვენს ტელეკომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელება. თუ მისი მხრიდან საუბარი იქნება უკან დაბრუნებაზე, მე გამოვრიცხავ ამას. როგორც მენეჯერი, სავარაუდოდ, უარს ვეტყვი მას იმიტომ, რომ ეს ჩემი პრინციპული გადაწყვეტილებაა. თუ ჩემი თანამშრომელი მიდის ჩემგან, ყოველთვის ერთი პრინციპი მაქვს – მას უკან აღარ ვაბრუნებ, ეს ეხებათ როგორც ადამიანებს, ისე კომპანიებს“, – განუცხადა „კვირას“ გრიგოლ ბაიბურთმა.10356526_10202717845444963_1189447661_n
მისი თქმით, იგი ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილს გუშინ პირისპირ შეხვდა და ესაუბრა. როგორც „კვირას“ გრიგოლ ბაიბურთმა განუცხადა, ტელეკომპანია TV3 -სა და შპს „ანატომიას“ შორის ხელშეკრულება იყო გაფორმებული და ნათია მიქიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტი არხზე კვირაში ერთხელ გადიოდა.
„შპს „ანატომია“ იყო გარე სტუდია. ჩვენ გვქონდა გაფორმებული ხელშეკრულება. მისგან ჩვენ ვყიდულობდით პროდუქტს, გადაცემას, რომელიც ჩვენს ეთერში კვირაში ერთხელ გადიოდა. ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მხარეს შეეძლო ურთიერთობის შეწყვეტა. მაგ თვალსაზრისით არაფერი პრობლება არ ყოფილა.
„ანატომიის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ნათია მიქიაშვილს მე გუშინ შევხვდი. მან სხვა არხზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, სად, ან რომელ არხზე აპირებდა წასვლას. მაცნობა, რომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. ჩემთვის აღარ იყო საინტერესო, სად აპირებდა გადასვლას. ამ საკითხით არც დავინტერესებულვარ. ამ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ ტრაგედიას – ადამიანმა გადაწყვიტა სხვა არხზე წასვლა – მისი არჩევანია. მთავრობის წევრები იცვლებიან და თუკი ჟურნალისტი წავა, ამაში რაიმე ტრაგიკულს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ტეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.10335956_10202717849085054_1575850229_n
შეგახსენებთ, რომ შპს „ანატომიას“ ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა გუშინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ზე გადასვლა დააანონსა. მოგვიანებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო შუბლაძემ თანამდებობა დატოვა. უკვე დღეს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განცხადება გაავრცელა. ის აცხადებს, რომ გადაცემა „ანატომიის“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადასვლა გადაწყვეტილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ სტუდია „ანატომიის“ მიერ მომზადებული ფილმები ჯერ „მაესტროს“, შემდეგ „მეცხრე არხის“, ბოლოს კი TV 3-ის ეთერში გადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები