Gallup poll- გამოკითხული ამერიკელების 45% დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს

სააგენტო Gallup poll-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმიანობას დადებითად გამოკითხული ამერიკელების 45% აფასებს.
მიღებული შედეგების თანახმად, გამოკითხულთაგან ვინც ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს, 90%-ს „რესპუბლიკელები“ შეადგენენ.
Gallup poll-ის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტად აირჩიეს.
გამოკითხვა ტელეფონის საშუალებით 11-17 ივლისს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 1511 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცდომილების ზღვარი 3 %-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპს მის წინამორბედებთან შედარებით, გაცილებით დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები