გვატემალაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, გვატემალაში კვლავ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბიძგების სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა.
ამ ეტაპზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრი კვლავ ვულკან „ფუეგოს“ სიახლოვეს მდებარეობდა.
შეგახსენებთ, რომ გვატემალაში მდებარე ვულკანი „ფუეგო“ რამდენიმე კვირის წინ ამოიფრქვა, რასაც მალე მოჰყვა მძლავრი მიწისძვეშა ბიძგები, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები