ასლან ჯიოევმა ღუდუშაურის კლინიკა დატოვა და „წითელი ჯვრის“ დახმარებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს

ახალგორის ე.წ. გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი – ასლან ჯიოევი, რომელიც ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში დაახლოებით 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა, გუშინ კლინიკიდან გაწერეს.

როგორც „კვირას“ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა განუცხადა, პაციენტმა კლინიკა გუშინ დატოვა და „წითელი ჯვრის“ დახმარებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მას საქართველოში მეუღლეც ახლდა. მისივე თქმით, მას შემდე, რაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური გახდა, საკუთარი სურვილით, ღუდუშაურის სახელობის კლინიკა დატოვა.

დაახლოებით 10 დღის წინ, ასლან ჯიოევი „წითელი ჯვრის“ დახმარებით, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თავის ქალის ფუძის მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც “კვირას” ორგანიზაცია “წითელი ჯვრის კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, მაია ქარდავამ განუცხადა,  გუშინ “წითელი ჯვრის” დახმარებით, ცხინვალის მიმართულებით თბილისიდან, თანმხლებ პირებთან ერთად,  4 პაციენტი გადაიყვანეს.

„კვირა“ ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები