ამირან სალუქვაძე თავდაცვის სამინისტროს მიმართავს – რამდენიმე რჩევას მოგცემთ, თუ მიიღებთ

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე თავდაცვის სამინისტროს ურჩევს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პოლკოვნიკები ზაქარია ივანენკო და ვაჟა ალადაშვილი დააბრუნონ, რომლებიც შარშან უწყებიდან დაითხოვეს.

გარდა ამისა, ამირან სალუქვაძე თავდაცვის სამინისტროს მიერ იროკეზების გარემონტების საკითხს ეხმაურება, სადაც უწყება 25 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

ბრიგადის გენერალი თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციას ურჩევს, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მისი რჩევა გაიზიარონ.

„როგორც ცნობილია, თავდაცვის სამინისტრო გეგმავს 25 მლნ ლარად (10 მლნ აშშ დოლ.) იროკეზების გარემონტებას.
ერთი იროკეზის შეკეთების ფასი დაახლოებით 1 მლნ დოლარი გამოდის.
რამდენიმე რჩევას მოგცემთ (თუ მიიღებთ):
1. რისთვის ვარემონტებთ მილიონ დოლარად, თუ 350-დან 750 ათას დოლარამდე შესაძლებელია მთლიანი, გარემონტებული, უკეთესი მოდიფიკაციის იროკეზის შეძენა ნორმალური რესურსით. იქნებ განიხილოთ ეს შესაძლებლობები?! იხილეთ ფოტოები. ეს ინფორმაციები ღია წყაროებში იძებნება.
2. ეს 10 მლნ დოლარი გაანაწილეთ იროკეზებსა და მი-24-ებზე და თუნდაც 3 მი-24 გაარემონტეთ წელს, დანარჩენი გაისად.
3. მი-8მტვ და მი-24-ები უნდა გარემონტდეს. მხოლოდ იროკეზები ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს მოთხოვნებს.
4. აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ ჯარში შარშან დათხოვნილი პოლკოვნიკი ზაქარია ივანენკო (სახლში ზის), კონგოდან, ასევე შარშან დათხოვილი ვ/პოლკოვნიკი ვაჟა ალადაშვილი რომელთა განათლებასა და გამოცდილებაზე ბევრჯერ დავწერე), სხვა, მანამდე, წლების განმავლობაში გაშვებული მფრინავები და ინჟინრები, რომელთა მომზადებაზე როგორც საქართველომ, ასევე აშშ-მ უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსი და, ყველაზე ძვირი, დრო დახარჯა, ჯარმა კი აუნაზღაურებელი გამიცდილება დაკარგა. კადრების დაბრუნების და მათი გაფრთხილების გარეშე, მილიონების ხარჯვა წყალში გადაყრილი ან ჰაერში აორთქლებულია“ – წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები