ინდონეზიაში ორი ნავის ჩაძირვის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა
ინდონეზიის ტერიტორიულ წყლებში, მგზავრებით სავსე 2 ნავი ჩაიძირა. ქვეყნის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილია 15 ადამიანი, ხოლო ათობით მგზავრი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ცნობისათვის, ინდონეზიაში მსგავსი სახის საზღვაო ინციდენტები ხშირად ხდება, განსაკუთრებით კი მაშინ , როდესაც ქვეყანაში რელიგიური დღესასწაულები აღინიშნება, რის გამოც, მოსახლეობა მცირე ზომის სხვადასხვა კუნძულებიდან, მთავარი კუნძულისკენ მიემართება.
დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ქვეყნის სამაშელო სამსახური, სამხედრო დანაყოფები, პოლიცია და მოხალისეები.