სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი რანგის სამხედრო პირები დემილიტარიზებულ ზონაში შეხვედრას მართავენ

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო უწყებების წარმომადგენლები, ბოლო 10 წლის მანძილზე, ერთმანეთს პირველად ხვდებიან.
ორ ვარსკვლავიანი გენერლები, კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის ჩატარებული სამიტის შემდეგ შეთანხმდნენ შეხვედრაზე. სამხედრო პირები სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ სამხრეთ კორეასთან დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გაუქმების თაობაზე და რეგიონის დენუკლერიზაციაზე ისაუბრებენ.
მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის მდებარე სოფელ პანმუნჯომში მიმდინარეობს, რომელიც დემილიტარიზებულ ზონაშია განთავსებული.
დამატებითი დეტალები მიმდინარე შეხვედრის შესახებ ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები