სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, უცნობი მამაკაცი მეჩეთში შეიჭრა და 2 მორწმუნე ადგილზე მოკლა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ მალმესბურუში მდებარე მეჩეთში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც თავდამსხმელი მეჩეთში მყოფ ორ პირს თავს დაესხა და დანით მოკლა.
მომხდარის შემდეგ, პოლიცია ადგილზე მაშინვე მივიდა და თავდამსხმელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, დამნაშავე შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ამ წუთებში სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ, მომხდარის მიზეზების დასადგენად.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მიზნები ამოძრავებდა თავდამსხმელს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობოთ არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები