გვატემალაში კიდევ ერთმა ვულკანმა გაიღვიძა

გვატემალას „ლა აურორას“ საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება კი მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქვეყანაში მეორე ვულკანმა გაიღვიძა. გუშინ “პაკაიას“ ვულკანის კრატერიდან ფერფლის ღრუბელი ამოიფრქვა, რაც ქვეყნის მთავრობისთვის ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. „ეს გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით მივიღეთ, რათა მგზავრების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაგვეგდო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანაში მეორე მოქმედი ვულკანია, რომელმაც გაიღვიძა. 1 კვირის წინ კი, ვულკან “ფუეგოს“ ამოფრქვევის გამო, ქვეყანაში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა და რეგიონი კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, „ფუეგოს“ ამოფრქვევას 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო რამდენიმე დასახლება სრულიად განადგურებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები