მაიკ პომპეო: მკაცრი სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიმართ ძალაში დარჩება მანამ, სანამ დენუკლერიზაციის პროცესი ბოლომდე არ დასრულდება

„სანქციები ჩრდილოეთ კორეის მიმართ ძალაში დარჩება მანამ, სანამ დენუკლერიზაციის პროცესი ბოლომდე არ დასრულდება“, – ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გააკეთა.
აღნიშნული განცხადება ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მოლოდინებს არ ემთხვევა. მათ სანქციების შეჩერების შესახებ მინიშნებები სინგაპურის სამიტის დასრულებისთანავე გააჟღერეს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სანქციების შეჩერება დენუკლერიზაციის შემდეგ მოხდებოდა. ჩვენ დავასრულებთ დენუკლერიზაციის პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება სანქციების შეჩერება“, – აღნიშნა მაიკ პომპეომ.
შეგახსენებთ, რომ სინგაპურის სამიტის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მედიამ, მთავრობის წევრებზე დაყრდნობით, მაშინვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ, ჩრდილოეთ კორეაზე დაკისრებულ სანქციებს „კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის მიღწევისა და სრული დენუკლერიზაციის მიზნით“, აუქმებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები