გიორგი ტყემალაძე: გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობაზე ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობაზე ყოფნის დროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე, საგარეო მიმართულებითაც,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
“ორი წლის განმავლობაში საქართველო რეგიონში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდა. გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრად ყოფნისას, თავი გამოიჩინა როგორც წარმატებულმა ლიდერმა, ქვეყნის პატრიოტმა და უბრალოდ ღირსეულმა ადამიანმა. მინდა მადლობა გადავუხადო მას დაუღალავი შრომისა და ძალისხმევისთვის და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში,-წერს ტყემალაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები