მიხეილ ჯანელიძე: გიორგი კვირიკაშვილი ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალია

0

კვირიკაშვილი ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერის, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს.
“ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გავატარე ჩემი საჯარო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მან მომცა შესაძლებლობა ერთად გვემუშავა როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, საგარეოსა და მთავრობაში. ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალი. მე უდიდესი გამოცდილება მივიღე მასთან მუშაობით და მოხარული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ეკონომიკურსა და საგარეო პოლიტიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სახით დიდი მეგობარი შევიძინე. დიდი მადლობა, გიორგი. წარმატებებს გისურვებ“, – წერს ჯანელიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი