კახა კალაძე: კვირიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში იყო ბევრი დადებითი ნაბიჯები, თუმცა ამავე დროს იყო ბევრი გამოწვევაც

კახა კალაძემ კვირიკაშვილის გადაწყვეტილება შეაფასა. მისი განმარტებით, გუშინ იყო მსჯელობა არსებულ ვითარებაზე რომელსაც ესწრებოდა უმრავლესობა, პარტიის თავმჯდომარე და სამთავრობო კაბინეტი.

კალაძე მიიჩნევს, რომ კვირიკაშვილის მოღვაწეობის პერიოდში იყო ბევრი დადებითი ნაბიჯები, თუმცა ამავე დროს იყო ბევრი გამოწვევაც.

დედაქალაქის მერს განცხადებით, პრემიერმინისტრის პოსტზე განიხილება რამდენიმე კანდიდატი და ამის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი. კალაძესთვის უცნობია, თუ სად წავა კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მან გუნდი დააკომპლექტოს.

შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ მედია რამდენიმე დღის განმავლობაში წერდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებდნენ.

არსებობდა არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას, 12 ივნისს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ გააკეთებდა, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა.

როგორც პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თქვა, მათ შეხვედრაზე Unicef-ის კვლევა განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები