მამუკა მდინარაძე: პრემიერმინისტრის ახალი კანდიდატურის წარსადგენად 1-კვირიანი ვადა არ დაგვჭირდება

მმართველ გუნდში ახალი პრემიერმინისტრის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციები “ამ წუთიდანვე დაიწყო”. ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პრემიერმინისტრობის თანამდებობაზე ახალი კანდიდატის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა არ დასჭირდება და ამას უფრო მალე იზამს.

მამუკა მდინარაძის თქმით, თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის წასვლა რუსთაველზე გამართულ აქციებთან კავშირში არ არის, არამედ ის ეკონომიკური ფაქტორების გამო გადადგა.

“ახალი ენერგია არასდროს არის ცუდი. გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრემიერმინისტრის თანამდებობიდან კვირიკაშვილის გადადგომა უკვე შეაფასა “ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”.

გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზებიც განმარტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები