თამაზ ნავერიანი: კანონის უზენაესობა, ბრძოლა ძალადობასთან – ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ნავერიანის თქმით, ყველა პირი, ვინც კანონს დაარღვევს, დანაშაულზე შესაბამის პასუხს მიიღებს.
“გაკვირვებული და აღშფოთებული ვარ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე. ორმაგად ამძიმებს მომხდარს ის, რომ ამ კრიმინალური ქმედების ჩადენაში ეჭვმიტანილნი არიან საკრებულოს დეპუტატები და ქალაქის მერი, როდესაც თავად უნდა იყვნენ კანონის და წესრიგის სადარაჯოზე, და ამის მაგალითს თანამოქალაქეებს აძლევდნენ.
კანონის უზენაესობა, ბრძოლა ძალადობასთან ეს არი ჩვენი მთავარი მონაპოვარი და ყველა ვინც კანონს დაარღვევს შესაბამის პასუხს მიიღებს დანაშაულზე”, – განაცხადა ნავერიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები