ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას, გამოსაკითხ პირთა სია წარედგინა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ, კომისიის შემადგენლობას, განსახილველად, გამოსაკითხ პირთა სია წარუდგინა.
სია შემდეგნაირია: დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მისი ადვოკატი – ნესტან ლონდარიძე, ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ამავე ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე, მირზა სუბელიანი, მიხეილ კალანდია, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები, საქმის სხვა მოწმეები, რომელთა ვინაობაც კომისიის მუშაობის დროს, დროთა განმავლობაში დაზუსტდება; შს სამინისტროს წარმომადგენლები – მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე; გამომძიებლები – ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, გიორგი ჯალაღონია, ირაკლი ცაგურია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე; საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები – ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები – ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი, გიორგი გაბოძე; საქართველოს იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; ექსპერტები – სოფიო ბელქანია, რევაზ კაპანაძე, გიორგი ცინცაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ამ წუთებში დროებითი საგამოძიებო კომისია სიის დამტკიცებაზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები